ამერიკის ვიზა სერვისი

DS-160 ფორმა

ამერიკის ტურისტული ვიზის აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა

რატომ არის DS-160 ისე მნიშვნელოვანი?

1️⃣ კონსული პირველად სწორედ DS-160-ს კითხულობს

ინტერვიუმდე კონსული უკვე ხედავს შენს ფორმას და იცის:

  • • სამუშაოს
  • • შემოსავალს
  • • მოგზაურობის მიზანს
  • • ოჯახის წევრებს
  • • წინა ვიზებს და მოგზაურობას

ინტერვიუზე კითხვების უმეტესობა სწორედ ამ ინფორმაციდან მოდის.

2️⃣ მცირე შეცდომამაც შეიძლება პრობლემა შექმნას

მაგალითად:

  • • არასწორი პასპორტის ნომერი
  • • არასწორი სამუშაო ინფორმაცია
  • • განსხვავებული მონაცემები პროფილთან (Ustraveldocs)
  • • მოგზაურობის მიზნის არასწორი აღწერა

ასეთ შემთხვევაში შეიძლება:

  • • დამატებითი კითხვები დაგისვან
  • • ეჭვი გაუჩნდეთ
  • • ზოგჯერ უარიც კი მიიღოს ადამიანი

3️⃣ ფორმა უნდა ემთხვეოდეს რეალურ საბუთებს

DS-160-ში რაც წერია უნდა ემთხვეოდეს:

  • • სამუშაო ცნობას
  • • საბანკო ამონაწერს
  • • მოწვევის წერილს (თუ არის)
  • • საკონსულოს პროფილს

4️⃣ DS-160 არის შენი „ისტორია" ამერიკისთვის

ეს ფორმა ინახება სისტემაში და მომავალ ვიზებზეც ჩანს.

ძალიან მნიშვნელოვანი 2025 წლიდან

DS-160 Barcode/Confirmation ნომერი

თბილისის აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, DS-160-ის barcode/confirmation ნომერი (AA-ით დაწყებული) ზუსტად უნდა ემთხვეოდეს იმას, რაც შენს სავიზო პროფილზე გაქვს მიბმული.

შეუსაბამობამ შეიძლება პრობლემა შექმნას ინტერვიუს დღეს!

DS-160 შევსების რჩევები

✓ ზუსტი ინფორმაცია

ყველა მონაცემი უნდა იყოს სწორი და თქვენი დოკუმენტებთან შესაბამი.

✓ თანმიმდევრობა

დარწმუნდით, რომ ყველა პასუხი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

✓ მოგზაურობის მიზანი

ნათლად აღწერეთ რატომ მიდიხართ ამერიკაში და რა იქ გააკეთებთ.

✓ ფინანსური ინფორმაცია

დარწმუნდით, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა ხელმისაწვდომია ტურისტული ვიზის მოთხოვნებისთვის.

✓ დაბრუნების გეგმა

აჩვენეთ, რომ თქვენ გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას ვიზის ვადის შემდეგ.

დაგეხმარებით DS-160 ფორმის შევსებაში

ჩვენი პროფესიონალური კონსულტანტები დაგეხმარებიან ფორმის სწორად შევსებაში და ყველა შეცდომის თავიდან აცილებაში